logo
ENG



ოქრუაშვილის ადვოკატი: ირაკლი ოქრუაშვილი არის გავრილოვის პატიმარი

06 დეკ 201917:43
3 წუთის საკითხავი
 
xfyj0mhuay4wz6w.png

რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ, ირაკლი ოქრუაშვილი დღეს სასამართლო პროცესს ესწრება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმის განხილვა ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაკითხონ.

„ბრალდების მტკიცებულებები წარმოადგენს მაკულატურას და არა ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელ გარემოებას. როგორც გავრილოვის პატიმრების სხვა საქმეებში, აქაც ირაკლი ოქრუაშვილი არის გავრილოვის პატიმარი. ეს არ არის არც მართლმსაჯულება არც ობიექტური გამოძიება და არც ბრალდება არ არის ობიექტური. ეს არის მთავრობის მოქმედება ბრალმდებლის როლში, რომ გადაფაროს თავისი 20 ივნისის ბოროტი მოქმედებანი“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი „გავრილოვის ღამის" საქმეზეა დაკავებული. გამოძიება მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავება.


close დახურვა